მერი გურძემში მოსახლეობას შეხვდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან და მერიის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას და ახალგაზრდებს შეხვდა.
მერმა შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობისგან უშუალოდ მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ და მათი მოგვარება პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრა. მოსახლეობის მხრიდან ძირითად პრობლემად გაზიფიცირება და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება დასახელდა. მოსახლეობამ მათზე სასურველ კითხვებზე პასუხები ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოისმინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მერმა შეხვედრის დაწყებამდე მოინახულა და მადლობის სიგელები გადასცა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ღვაწლმოსილ პედაგოგებს. თორნიკე ჯანაშიამ ასევე დაათვალიერა ადგილობრივი მცხოვრების სარდიონ ცაგურიას მოცვის პლანტაცია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content