🆕7 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
✔სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
📎1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📎2. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებლები-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
📎3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის №20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-დათო გეგეჭკორი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის მ/შ/
📎4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 07 ოქტომბრის №64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-დათო გეგეჭკორი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის მ/შ/
📎5. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ს/კ: 41.18.37.164 ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცების შესახებ;
/მომხსენებელი-დათო გეგეჭკორი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის მ/შ/
📎6. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ: 41.06.37.105 ( ფართობი 11 კვ.მ) ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (1870 ლარი) 5%-ის ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-დათო გეგეჭკორი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის მ/შ/
📎7. 2023 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი-ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
📎8.სხვადასხვა.
✅სხდომაზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.