გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მოადგილეებთან ერთად გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში პატარა თამაკონის უბნისა და გიზო წულაიას ქუჩაზე გზის ცემენტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის გზის მოწყობა, ასევე მოეწყობა გაბიონის კედელი, გრუნტის კიუვეტი და რკინა ბეტონის ღია არხი ცხაურით.
პროექტის ღირებულება 419 499 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „როუდ პლიუსი“ ასრულებს.
გაჭედილში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content