მარტვილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ქალაქ მარტვილში ბაძაღუას ქუჩის №2 ჩიხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები 1 300 მ განხორციელდება. სამუშაოებისთვის 407 196 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content