5 დეკემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

5 დეკემბერს, 13:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.

სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა, საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.

სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

 

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №12  დადგენილებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე.

/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content