19 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, მარტვილის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა 20 დეკემბრის საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატანი შემდეგი საკითხები:
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
- „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
- 2025 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცების თაობაზე;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/