„დაზმირ ვახანიას“ სახელობის ტურნირი

მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში, სამეგრელოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ვეტერანი მარტვილელი ფეხბურთელის „დაზმირ ვახანიას“ სახელობის ტურნირი გაიმართა 14–წლამდე ფეხბურთელებს შორის.
ტურნირში მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო, რომლებიც დაყოფილი იყვნენ ორ ჯგუფად. A და B ჯგუფებიდან. I-და II- ადგილებზე გავიდნენ (A- ჯგუფი) ბათუმის დინამო და მახინჯაური, ხოლო (B-ჯგუფიდან) მარტვილის აკადემია და ფოთის კოლხეთი.
ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვება მოიპვა მარტვილის აკადემიამ და დინამო ბათუმმა და ფინალში იასპარეზეს.
მატჩში III- ადგილისათვის ბრძოლაში 3–1 გაიმარჯვა მახინჯაურის გუნდმა, ხოლო ფინალში ბათუმის დინამომ 4–1 დაამარცხა მარტვილის აკადემია და გახდა ,,დაზმირ ვახანიას” სახელობის თასის გამარჯვებული.
გამარჯვებული გუნდები სამახსოვრო სიგელებით და მედლებით დააჯილდოვა სფფ–ს პრეზიდენტმა სერგო კვარაცხელიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ და ვეტერანმა ფეხბურთელმა ემილი გალდავამ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content