საერთაშორისო ტურნირი

17-19 თებერვალს სომხეთში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი k-1 წესებით, როგორც პროფესიონალებში, ასევე მოყვარულებში.
ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლეები ნიკა ბაღიშვილი და გოჩა ოკუჯავა (მწვრთნელი დათა წულაია).
ნიკა ბაღიშვილმა ორგანიზაციის ქამარზე ჩაატარა ერთი ბრძოლა ირანელ სპორტსმენთან და გაიმარჯვა ტექნიკური ნოკაუტით, გახდა ორგანიზაციის ქამრის ჩემპიონი და მაისის თვეში იბრძოლებს ლატვიაში ევროპის ჩემპიონატზე. გოჩა ოკუჯავამ კი მოყვარულებში მოიპოვა პირველი ადგილი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენებს და წარმატებებს უსურვებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content