მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე შესრულდა როგორც ქორეოგრაფიული, ასევე მუსიკალური ნომრები. პატარებს თოვლის ბაბუა მიესალმა და მათ საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მარტვილში მთავარი ნაძვის ხე 23 დეკემბერს აინთო. საახალწლო ღონისძიებები მარტვილში გრძელდება.