ბანძაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად გრძელდება.
ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცემენტო-ბეტონის საფარი მოეწყობა აბაშა-მარტვილის ცენტრალური გზიდან აგრარული ბაზრის მიმართულებით საავტომობილო გზაზე.
ბანძაში გზის რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 288 937 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ დაათვალიერეს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content