საშობაო ნობათი

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია, 332 ოჯახს, საშობაო ნობათს გადასცემს.
სადღესასწაულო კალათები უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცემათ.
საშობაო ნობათის დარიგების პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, კობა დარჯანიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
კალათები 14 სხავადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 35 ათას ლარზე მეტია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content