ახალი წლის დღეები მარტვილში

დღეს, მარტვილის მუნიციალიტეტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ზეიმი გაიმართა.
მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის იყო გათვლილი. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა სოფო ბედიამ, ელენე ფოჩხუამ, ნოდარიკო ხუციშვილმა და ჯემ სესიის ბენდმა მიიღეს. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content