წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტი შეურეთდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულ საჯარო ბიბლიოთეკაში და მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ღონისძიება, “ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“ გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, მოსწავლეები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობასა და კითხვის აუცილებლობაზე, წაიკითხეს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების წიგნებიდან ამონარიდები.
“ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“ ასეთია წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი ლოზუნგი. მისი ავტორი კი ამერიკელი მწერალი და წიგნიერების ექსპერტი პემ ალინია. ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში წიგნის პოპულარიზაცია.