მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, კულტურის სამსახურთან და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან პაშა გულორდავასთან ერთად, მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსის “ახალი სამყარო”-ს გამარჯვებულებს შეხვდა.
შეხვედრაზე კონკურსის გამარჯვებულ და წარმატებულ მონაწილეებს: ანი როხვაძეს, ნატა გაბუნიას, ბარბარე გაწერელიას, ნინო ძაძამიას და ანასტასია წოწორიას ხელმძღავნელმა პირებმა მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩურები გადასცეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯის” დამფუძნებელი ილია ერქვანია.
ქალაქ ზუგდიდში, ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯის” ორგანიზებით, მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსი – “ახალი სამყარო” გაიმართა. კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და მასში სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა თავისუფალი თემები წარმოადგინეს. ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებულები.
პირველი ადგილი მარტვილის კერძო სკოლა „სხივი”-ს მოსწავლემ ანი როხვაძემ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნატა გბუნიამ.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, სუვენირებითა და ფულადი პრემიებით. საქველმოქმედო ფონდ “ხარებას” მიერ გამოცემული ორენოვანი (ქართულ – მეგრული) “ვეფხისტყაოსანი” ანი როხვაძეს გადაეცა. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯის” ყოველწლიურ ჟურნალში.
აღნიშნული პროექტის თანაორგანიზატორები იყვნენ: მწერალთა შემოქმედებითი კავშირის სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაცია და საგანმანათლებლო ცენტრი “მამული, ენა, სარწმუნოება”.