მინი ფეხბურთის ტურნირი სლოგანით „არა ნარკოტიკს“

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მარტვილის მუნიციპალიტეტში მინი ფეხბურთის ტურნირი სლოგანით „არა ნარკოტიკს“ გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა 14-მა გუნდმა მიიღო. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და მერის მოადგილე გივი ელიავა ესწრებოდნენ.
პირველ ადგილზე გავიდა ნახარებაოს გუნდი, მეორე ადგილი მოიპოვა ონოღიის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი ლეხაინდრაოს გუნდმა დაიკავა.
ტურნირის ბოლოს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებითა და მედლებით.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content