დღეს 9 მაისია – ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.
1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მუნიციპალიტეტის სტუმრებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად, ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინებით შეამკო.