მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ევროპის ჩემპიონ ნიკა ბაღიშვილს უმასპინძლა. მერმა ნიკას გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. სიმბოლურ საჩუქრებთან ერთან ნიკას მერიიდან 1 500 ლარი ჩაერიცხება.
4-7 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კიკბოქსინგში k-1 წესებით, სადაც მონაწილეობას ღებულობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის მოსწავლე ნიკა ბაღიშვილი (მწვრთნელი დათა წულაია).
ნიკა ბაღიშვილმა სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებით დაამთავრა. ტურნირის ბოლოს ნიკა ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად დასახელდა და მას სპეციალური თასი გადაეცა კიკბოქსინგის k-1 ფედერაციისგან.