26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოდგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს მოინახულოს ეთნოგრაფიული კუთხეები. ქალაქის ცენტრში გაიმართება დასკვნითი კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!
გილოცავთ 26 მაისს!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content