სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად, ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ონოღია-ბანძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1 917 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის და ლითონის მილები, რკინა-ბეტონის ღია არხები და ცხაურები.
პროექტის ღირებულება 343 342 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
ონოღიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.