კერძო სკოლა ,,სხივის”‘ სააქტო დარბაზში, ნიკა კვესელავას ოჯახისა და სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით, მარტვილის მუნიციალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, 29 წლის ასაკში გარდაცვლილი პოეტის, ნიკა კვესელავას, ხსოვნის საღამო გაიმართა.
პოეტის ხსოვნის საღამოზე მოსწავლეებმა ნიკას ლექსები წაიკითხეს.
საღამოზე იმყოფებოდნენ პოეტის მეგობრები – პოეტები: თემურ ელიავა, პაპუნა გიორგაძე, დავით სულთანიშვილი, გიორგი ბალახაშვილი, სულხან წულუკიძე , პაატა აბაშიძე გიორგი ჯიმშელეიშვილი, მომღერალი რეზო ბლიაძე, რომელბმაც ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
მარტვილელი პოეტის ხსოვნის საღამოს, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.