მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონში, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ჭყონდიდი”-ს საანგარიშო კონცერტი გაიმართა.
ანსამბლის წევრებმა სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
კონცერტში ასევე მონაწილებას იღებდნენ ჯგუფი “მირაჟი”-ს წევრები, რომლებმაც მუსიკალური ნომრები შემოგვთავაზეს საკუთარი შემოქმედებიდან.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია დაესწრნენ.