მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საანგარიშო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები. მონაწილეები მაყურებლის წინაშე საესტრადო, ხალხური და კლასიკური ნაწარმოებებით წარსდგნენ.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსი დარეჯან სხულუხია, მოწვეული სტუმრები და აღსაზრდელების მშობლები ესწრებოდნენ.