საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს შოვში, სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.
ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.