2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას, მარტვილელი მებრძლოები: მაიორი გელა ჭედია, სერჟანტი პაატა კოპალიანი, კაპრალი გიზო წულაია და ლეიტენანტი ბესიკ ხულორდავა შეეწირნენ.
15 წლის შემდეგ, მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ, მერის მოადგილემ გივი ელიავამ საჯარო მოხელეებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და გარდაცვლილთა საფლავები.