18 აგვისტოს, 15:00 სთ-ზე, მარტვილში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელშეწყობით, მარინე ლაგვილავა-სულაბერიძის პერსონალური გამოფენა(ნაქარგები და ხელნაკეთი აქსესუარები) გაიმართა.
გამოფენა მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მერმა თორნიკე ჯანაშიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და ხელოვნების მოყვარულემა ადამიანებმა დაათვალიერა.
მსურველებს პერსონალური გამოფენის დათვალიერება 19 აგვისტოს 18 საათამდე შეეძლებათ.