გამოფენა მუზეუმში

მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ნაქარგების გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ლენტებით ქარგვა, ჯვარედინი ქარგვა, მხატვრული ქარგვა, საავტორო თოჯინები, სამოსი და სხვა ხელნაკეთი ნივთები. ნამუშევრების გამოფენა დღეს, 7 ივნისს გაიხსნა და 8 ივნისს, დღის ბოლოს დაიხურება.
გამოფენა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გივი ელიავამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ნამუშევრების გამოფენა ა(ა)იპ “საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების” ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით იმართება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content