მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის, სახვითი ხელოვნების წრის წევრის თორნიკე გეგეჭკორის პერსონალური გამოფენა „შემოქმედებითი ნაბიჯები“ მოეწყო.
გამოფენა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა და დაინტერესებულმა პირებმა დაათვალიერეს. მერმა ახალგაზრდა მხატვარს სამახსოვრო წიგნი გადასცა საჩუქრად.