,,ბანძის სიონობა”

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, 29 აგვისტოს, „ბანძის სიონობა“ აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა.
ასევე, ,,ბანძის სიონობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია ,,ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა”.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოსახლეობა ესწრებოდა.
„ბანძის სიონობა” დეკანოზ შალვა კეკელიას ინიციატივით, მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content