საქართველოს თასის გათამაშება უშუში

ქ. თბილისში დასრულდა საქართველოს თასის რიგით მე-7 გათამაშება უშუში.
ტურნირში მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის მოსწავლეები (მწვრთნელი დათა წულაია).
აღნიშნულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილი დაიკავეს ოთიკო ხურცილავამ და ანდრია ლაშხიამ. მე-2 ადგილზე გავიდნენ ნიკა ბაღიშვილი ილია წულაია და გოჩა ოკუჯავა. მე-3 ადგილი დაიკავეს ირაკლი სართანიამ, გიორგი ნაროუშვილმა, ათუკა წულაიამ, შაკო პორტახიამ, დიმა ოკუჯავამ და ცოტნე აროსიამ.
გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენებს და წარმატებებს უსურვებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content