ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით მარტვილში მთელი დღის განმავლობაში გასართობი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა.
თავისუფლების ქუჩაზე, რომელიც პროექტ ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში რეაბილიტირდა, გამოფენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელთნაკეთი ნივთები, ადგილობრივებსა და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მეგრული კულინარიის მასტერკლასებში.
გაცოცხლდნენ დავით აღმაშენებლისა და მწიგნობართუხუცესის ისტორიული პერსონაჟები.
მარტვილში მიმდინარე სადღესასწაულო ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეებთან, მარტვილის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად დაესწრო.
ჭყონდიდლობის აღნიშვნის ფარგლებში მოხდა მარტვილის საპატიო მოქალაქეების, წარმატებული მეწარმე ქალებისა და ხელოვანების დაჯილდოება.
ღონისძიება ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტით დასრულდა. ფოტოკოლაჟი