✔ჭყონდიდლობის აღნიშვნის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მარტვილის წარმატებული მეწარმე ქალები დააჯილდოვა. ეს ქალბატონები არიან: ანა ჯგერენაია, ქეთო ნინიძე, ნათია წუალია, ელიზა კალანდია, მთვარისა დარჯანია, მზია კუბეცია, მარიამ ჩაგუნავა, ფატიმა გაზდელიანი, თამარა ქევხიშვილი, რუსუდან ბასილაია.
📚ქალბატონებს მადლობის სიგელი, გივი ელიავას წიგნების ორტომეული „სამეგრელო“ და სამეგრელოს ტოპონიმიკური ატლასი გადაეცათ საჩუქრად.