მამულის უბანში ახალი ბაღი გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში (მამულის უბანში) 50 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების N2 საბავშვო ბაღი გაიხსნა.
✅საბავშვო ბაღი მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარი თოდუამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და პოლონელ სტუმრებთან ერთად გახსნა.
📌საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
👉შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა აღჭურვა. მამულის საბავშვო ბაღში 11 თანამშრომელია დასაქმებული.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content