მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში (მამულის უბანში) N2 საბავშვო ბაღმა “ცნობილი პატარები” პირველი აღსაზრდელები მიიღო.
ახალი საბავშვო ბაღი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავასთან, მერის მოადგილე გივი ელიავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
ასევე საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრნენ სტუმრები პოლონეთიდან.
საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა აღჭურვა.
სტუმრებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მათ მშობლებს და საბავშვო ბაღში დასაქმებულ პერსონალს ახალი ბაღის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.