ნოღაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელ ნოღის საბავშვო ბაღმა პირველი აღსაზრდელები მიიღო.
ახალი საბავშვო ბაღი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
საბავშვო ბაღის მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა, რომელიც 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა აღჭურვა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content