მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
თორნიკე ჯანაშიამ მოსახლეობას განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა მუნიციპალურ პროგრამებზე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ასევე კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე.
ანგარიშის მოსმენას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content