31 მაისი პოლიციელის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს, ბანძის და დიდი ჭყონის განყოფილების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა. „მადლობას გიხდით ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომისთვის. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ხართ საქართველოს სამსახურში. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას!” – აღნიშნა თორნიკე ჯანაშიამ.