მერმა ზეინაბ სილაგავას 90 წლის იუბილე მიულოცა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ზეინაბ სილაგავას 90 წელი შეუსრულდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ მოადგილეებთან ერთად იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს.
ზეინაბ სილაგავა ღვაწლმოსილი პედაგოგია. მას პედაგოგად მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა მან ორი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი აღზარდა. ზეინაბ სილაგავას 4 შვილი, 10 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content