ილია ჭავჭავაძის დაბადების და ბანკირის დღე

🏦მარტვილში, 8 ნოემბერს, საქართველოს საპატიო ბანკირის რეზო რობაქიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ბანკირის დღისა და ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა.

✔შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

👉შეხვედრაზე ისაუბრეს ილია ჭავჭავაძეზე როგორც პირველ ბანკირზე საქართველოში, ბანკისა და ფულის მნიშვნელობაზე. აღნიშნულ თემებზე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგნენ: რევაზ რობაქიძე საქართველოს საპატიო ბანკირი; ირინე კოპალიანი ბაზის ფანკის ქუთაისის ფილიალის მმართველი და პროფესორი; გოჩა თუთბერიძე ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი; ნიკა გურგენიძე ციფრული არხების და დაკრედიტების ლიდერი კრედო ბანკში.

📚ასევე შედგა ინტელექტუალური კითხვა-პასუხი ბანკის წარმომადგენლებსა და საჯარო სკოლების უფროს კლასელებს შორის, რის შემდეგაც აქტიური მოსწავლეები წიგნებით დააჯილდოვეს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content