მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ზეინაბ სილაგავას 90 წელი შეუსრულდა.
ზეინაბ სილაგავას პედაგოგად მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა მან ორი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი აღზარდა. ზეინაბ სილაგავას 4 შვილი, 10 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავს.