მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებისთვის, დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყო. ფილმის ჩვენების შემდეგ დამსწრეებს შორის დისკუსია გაიმართა.
102 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში დაიწყო ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი. 23 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება.
ფილმის ჩვენებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.