მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზაოს და ხუნწის ადმინისტაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა მონოლითური რკინა/ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები.
პროექტის ღირებულება 499 409 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
ნაგვაზაოში გზის სარეაბილიტაცო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.