მარტვილის მუნიციპალიტეტი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. მარტვილი, ახალ წელს, ახალი ილუმინაციებითა და მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით შეხვდება.
საახალწლო ილუმინაციები მთელი ქალაქის მასშტაბით მონტაჟდება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ნაძვის ხე ეწყობა. „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებულ ცენტრალური ქუჩაზე და სკვერში საახალწლო აქსესუარებისა და კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 24 დეკემბერს გაიმართება. მარტვილელებს და ქალაქის სტუმრებს წელს ლამაზი გარემო და მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა ელოდებათ.