მარტვილის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 21 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
თითოეული გუნდი 5 მონაწილის – 3 ადგილობრივი მოსწავლის და ადმინისტრაციული ერთეულის 2 წარმომადგენლისგან შედგებოდა, რომელთა შორის უხუცესი მონაწილე – 75 წლის ანატოლ ჭაჭუა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი 12 წლის საბა ჟვანია გახლდათ.
კონკურსის გამარჯვებული გახდა ნაგვაზაოს გუნდი 100 ქულით. მეორე ადგილი დაიკავა ვედიდკარის გუნდმა 95 ქულით, ხოლო მესამე ადგილი დოშაყეს გუნდმა 94 ქულით.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს მიენიჭა „2023 წლის გამარჯვებული – ოქროს ეტალონი გუნდის“, მეორე ადგილის მფლობელს „ვერცხლის ეტალონი გუნდის“, ხოლო მესამე ადგილოსანს – „ბრინჯაოს ეტალონი გუნდის“ ტიტული. გამარჯვებული გუნდები ასევე დაჯილდოვდა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პრიზებით.
კონკურსს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაკა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლებისა სხვა წარმომადგენლები და მოსახლეობა დაესწრო.