მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობდა. რომელთა შორის პირველი და მეორე ადგილი ხუნწის გუნდებმა მოიპოვეს, ხოლო მესამე ადგილი ნაჯახაოს გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებული გუნდები თასებით დაჯილდოვდნენ.
ჩემპიონატი, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.