18 იანვრის რიგგარეშე სხდომა

✅18 იანვარს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
👉სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

📌1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📌2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
/მომხსენებელი – ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
📌3. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდიჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნაკვეთზე ს.კ:41.15.41.276 განთავსებული №02/2 ნაგებობიდან, პირველ სართულზე 39.63 კვ.მ. და მეორე სართულზე არსებული 59.59 კვ.მ. (სულ – 99.22 კვ.მ.) ფართის და სოფელ ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნაკვეთზე ს.კ: 41.04.35.565 განთავსებული №01/2 ნაგებობიდან, პირველ სართულზე განთავსებული 95.25 კვ.მ. ფართის, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content