25 იანვარს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა ხელმძღვანელობდა.
ბიურომ დაამტკიცა დღის წესრიგით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელიც 25 იანვარს 12:30 სთ-ზე, საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა განსახილველად.
დღის წესრიგი:
1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების (ავტომანქანა ROLBA KA 1500 ნაგავშემკრები და ავტომანქანა FAVGA 1051 ნაგავმზიდი) საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, სამოცდაათ პროცენტამდე შემცირების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
7. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების თაობაზე” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №87 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
8. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
9. სხვადასხვა.