მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, აბედათის საჯარო სკოლაში, ღონისძიებას დაესწრო.
სკოლის მოსწავლეები შეკრებილი საზოგადოების წინაშე ლიტერატურულ-მხარტვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ.
თორნიკე ჯანაშია სკოლის უხუცეს პედაგოგს თამილა მესხს გაესაუბრა, მადლობა გადაუხადა თაობების აღზრდაში გაწეული წვლილისთვის, დაათვალიერა სკოლის მოსწავლის ნინი ხურცილავას ნახატების გამოფენა, გაეცნო სასწავლო აქტივობებს, დაათვალიერა ექიმის კაბინეტი.
ღონისძიებას ასევე მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, აბედათის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი დიხამინჯია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.