სალხინოს საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლაში ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება 26 მაისს მიეძღვნა. სკოლის მოსწავლეები შეკრებილი საზოგადოების წინაშე მხატვრული, ქორეოგრაფიული და მუსიკალური კომპოზიციებით წარსდგნენ, რომელიც გაჯერებული იყო პატრიოტული სულისკვეთებით. მუსიკალურ ნომრებში სკოლის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგები და მშობლებიც ჩაერთვნენ.
მერმა ღონისძიების დაწყებამდე ყვავილებით შეამკო 8 აგვისტოს ომში დაღუპული ბესიკ ხულორდავას ბიუსტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე გივი ელიავა. მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, სკოლის პედაგოგები და მშობლები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content