მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ,,ეტალონი“-ს გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა.
შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი გუნდის“ წოდებისათვის ერთმანეთს 31 გუნდი და 155 მოსწავლე შეეჯიბრა. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს.
2024 წლის „მარტვილის ეტალონი გუნდის” წოდება სალხინოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე გაჭედილის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ინჩხურის საჯარო სკოლამ დაიკავა. ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით izrune.ge-ში ჩართული წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
ინტელექტუალურ შეჯიბრებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა (მაკა) გულორდავა, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.