ლეხაინდრაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თამჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად, ლეხაინდრაოს ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა.
ლეხაინდრაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 144 460 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველო“ ასრულებს.
ლეხაინდრაოში გზის მოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content